ბათუმის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა

04 დეკემბერი 2023, 14:11 765 ნახვა

აეროპორტისა და გონიო-კვარიათის ადმინისტრაციული ერთეულებით დაიწყო ბათუმის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა. ბათუმის მომავალი წლის ბიუჯეტი პროექტის მიხედვით 365 მილიონ ლარს შეადგენს.  

მერიის ინფორმაციით, საჯარო განხილვებზე მოქალაქეებსა თუ სხვა დაინტერესებულ პირებს აქვთ საშუალება გაეცნონ ბიუჯეტის ძირითად მიმართულებებსა და პრიორიტეტებს, წარადგინონ თავიანთი შენიშვნები და მოსაზრებები.  

შეხვედრები ხვალ სამრეწველო და კახაბრის ადმინისტრაციულ ერთეულებშია დაგეგმილი.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი