ენმ-ში მიმდინარე პროცესებს საკანონმდებლო ორგანოში ეხმაურებიან. ''ქართულ ოცნებაში'' ფიქრობენ, რომ გაყოფილ და დაშლილ ენმ-ს არჩევნებზე ბარიერის გადალახვაც კი გაუჭირდება.
ოპოზიციაში კი მოვლენების ამგვარი განვითარება არ გაჰკვირვებიათ და პროგნოზირებენ, რომ ბათუმის ორგანიზაციის წევრების გზას სხვებიც დაადგებიან.