ჰამასის წარმომადგენელმა ოსამა ჰამდანმა ბეირუთში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ღაზის სექტორში უსაფრთხო ზონები აღარ არის. მისი მტკიცებით, ისრაელი ცრუობს, როცა აცხადებს, რომ ანკლავის სამხრეთით უსაფრთხო ტერიტორიებია. ეს არის პალესტინის მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობის მიზნით მისი ალყაში მოქცევის გეგმის ნაწილი - აცხადებს ჰამდანი.
ბელგიის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ესაუბრა ისრაელის პრეზიდენტს ღაზაში ბრძოლების განახლების შემდეგ და უთხრა, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა მიუღებელია.
ისრაელის ომის კაბინეტის წევრს ესაუბრა ესპანეთის პრემიერ- მინისტრი, რომლებსაც ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის განმუხტვისკენ მოუწოდა.