50-მდე დაღუპული და 85 დაშავებული - ტანზანიაში სტიქიას ებრძვიან

04 დეკემბერი 2023, 10:32 664 ნახვა

ჩრდილოეთ ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად გამოწვეულ მეწყერს სულ მცირე 47 ადამიანი ემსხვერპლა, - ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაშავებულია 85 ადამიანი.

გადაუღებელი წვიმები ქვეყნის დედაქალაქის ჩრდილოეთით შაბათს დაიწყო, რამაც წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია. დატბორილია სახლები, გზები, გადაადგილებას ვერ ახერხებენ ავტომობილები.

ტრაგედიას დუბაიში, კლიმატის კონფერენციიდან გამოეხმაურა ტანზანიის პრეზიდენტი. მისი თქმით, მთავრობა, მოსახლეობის დასახმარებლად, მაქსიმუმს აკეთებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი