ჯანდაცვის მინისტრის განცხადებითვე ბოლო წლებში, მშობიარობის საშუალოდ, 55-60% საკეისრო კვეთის საშუალებით ხდება, აქედან დიდი ნაწილი არის ე.წ. ჩვენების გარეშე ჩატარებული საკეისრო კვეთა, რაც სამომავლოდ დემოგრაფიულ პრობლემებს ქმნის.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მშობიარობისა და საკეისრო კვეთის დაფინანსებაზე DRG დაფინანსების მოდელი გავრცელდა, რაც გულისხმობს იმას, რომ პროგრამაში ჩართულ ყველა კლინიკაში, მშობიარობასა და საკეისრო კვეთაზე, თანაბარი ტარიფი დაწესდა და მოქალაქეებისთვის მომსახურება არის უფასო.