ომი ისრაელში 

03 დეკემბერი 2023, 10:33 352 ნახვა

ისრაელის სამხედროები სრული ძალით დაუბრუნდნენ ბრძოლას - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა. იოავ გალანტის თქმით, ისრაელი აგრძელებს ზუსტად იქიდან, სადაც გაჩერდა.

ისრაელის თავდაცვის ძალების განახლებული შეტევის შედეგებს კი ძალიან შთამბეჭდავი უწოდა. პარალელურად ღაზაში დაღუპულთა რიცხვი იზრდება. რაოდენობამ უკვე 15 ათასს გადააჭარბა, დაშავებულია 40 ათასზე მეტი, მათგან უმრავლესობა ქალები და ბავშვები არიან. 

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, საჰაერო იერიშების შედეგად 130 სამედიცინო დაწესებულება დაზიანდა და 20 საერთოდ აღარ ფუნქციონირებს.

რაც შეეხება ვითარებას ტყვეების გაცვლის თაობაზე, ჰამასის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ტყვეების გაცვლა არ მოხდება, ვიდრე ღაზაში ცეცხლი არ შეწყდება.

სალეჰ არ არურის თქმით, მძევლების სიაში ისრაელის სამხედროები  და სამოქალაქო პირები არიან, რომლებიც ადრე ისრაელის ჯარში მსახურობდნენ.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში