ლიეტუველი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა ბათუმში

02 დეკემბერი 2023, 11:44 1223 ნახვა

გამოფენა სახელწოდებით „წყალი“ - ლიეტუველი მხატვრების ექსპოზიცია აჭარის ხელოვნების მუზეუმში გაიხსნა. წარმოდგენილია ჟიდრუნას შლაიუსის გრაფიკული, ხოლო არტურას სავიცკასის ფერწერული ნამუშევრები.

აღნიშნული მხატვრების გამოფენები ცნობილია ევროპის ქვეყნებში და მათი შემოქმედება სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს.

ნახატების დათვალიერება მსურველებს 4 დეკემბრის ჩათვლით შეეძლებათ.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში