“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აჭარის ორგანიზაციაში ამბობენ, რომ 2016 წლის 27 დეკემბერს შპს „სისაიდს“ უპირობო აუქციონის წესით ჩაქვში მდებარ მიწის ნაკვეთი ყოველგვარი ვალდებულებების გარეშე გადაეცა, სადაც ინვესტიციების განხორციელების ნაცვლად, ხეების გადატანა ხდება. ისინი შპს-სთან გაფორმებული ხელშეკრულებების გასაჯაროებას ითხოვენ და ამბობენ, რომ კომპანიის უკან ბიძინა ივანიშვილის ინტერესები იკვეთება. სტატია, ქონების გასხვისებასთან დაკავშირებით, გუშინ ინტერნეტგამოცემა “ბათუმელებში” გამოქვეყნდა.