ტრაპიზონის საუნივერსიტეტო კლინიკის მედიკოსების ვიზიტი ბათუმში

01 დეკემბერი 2023, 11:11 605 ნახვა

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ტრაპიზონის საუნივერსიტეტო კლინიკის წარმომადგენლები იმყოფებიან, ვიზიტი  ურთიერთთანამშრომლობის ნაწილია, რომელიც გამოცდილების გაზიარებას  გულისხმობს. 

ტრაპიზონის საუნივერსიტეტო კლინიკაში  იმყოფებოდა ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალიც.  

სამედიცინო დაწესებულებაში ამბობენ, რომ სამომავლოდ  იგეგმება რესპუბლიკური  საავადმყოფოს სრულად საუნივერსიტეტო კლინიკად გადაკეთება და სწორედ  ამიტომ, საავადმყოფოს  პერსონალისთვის  მნიშვნელოვანია  ამ მიმართულებით  პრაქტიკის  გაზიარება.

ვიზიტის ფარგლებში თურქი მედიკოსები ამ წუთებში კლინიკის მუშაობას ეცნობიან.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი