”თავისუფალი დემოკრატები” საპროტესტო აქციას გამართავენ

21 მაისი 2016, 00:00 3101 ნახვა

”თავისუფალი დემოკრატები” ე.წ. კაბელების საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს იწყებს. პარტიის ლიდერის, ირაკლი ალასანიას განცხადებით, ხუთი უდანაშაულო ადამიანის წინააღმდეგ გამოტანილი პატიმრობის განაჩენი ”თავისუფალი დემოკრატების” დღის წესრიგს ცვლის. მისივე განმარტებით, პირველი აქცია დღეს, 14:00 საათზე, პროკურატურასთან გაიმართება და მას გამაფრთხილებელი ხასიათი ექნება.

ამავე კატეგორიაში