პრემიერ-მინისტრი აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა. მასაცუგუ ასაკავა თბილისში ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის ფორუმის ფარგლებში იმყოფება. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა აზიის განვითარების ბანკთან არსებულ თანამშრომლობაზე.
მხარეებმა განიხილეს ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ვითარება, ფისკალური და საბიუჯეტო პარამეტრები. მთვარობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ინვესტირებას ახორციელებს რეფორმებში, რაც ხელს უწყობს როგორც ბიზნესის გამარტივებას, ისე ინფრასტრუქტურულ პროექტებს.
საქართველოში ბანკის ამჟამინდელი პორტფელი 18 ინვესტიციისგან შედგება და 2 მილიარდამდე დოლარს მოიცავს.