ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება პროკურატურამ გაასიჩივრა

29 ნოემბერი 2023, 10:09 602 ნახვა

22 წლის ნიკა თუთაშვილის მკვლელობის საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი პროკურატურამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არაობიექტურია და საფუძველს მოკლებულია ის არგუმენტი, თითქოს ლევან სირაბიძე აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში იმყოფებოდა. მოსამართლე კოტე ჭილაიამ ლევან სირაბიძე 26 ოქტომბერს ცნო უდანაშაულოდ.

გადაწყვეტილების გამოცხადებას ხმაური მოჰყვა ნიკა თუთაშვილის ოჯახის წევრების მხრიდან. ისინი ირწმუნებოდნენ, რომ ლევან სირაბიძეს მისი ბიძაშვილი და ბათუმის საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატი რიჩარდ სირაბიძე მფარველობს.

გამოძიების ვერსიით, ნიკა თუთაშვილს მიმდინარე წლის 11 მარტს მემედ აბაშიძის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ კაფესთან სასიკვდილო ჭრილობა ცივი იარაღით  ლევან სირაბიძემ მიაყენა. თავდაპირველად ის განზრახ მკვლელობის მუხლით დააკავეს, შემდეგ კი ბრალი გადაუკვალიფიცირდა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში