''ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'' ითხოვს, მთავრობამ გაასაჯაროვოს ყველა ხელშეკრულება, რომელიც დაკავშირებულია შპს „სისაიდთან“. მირდატ ქამადაძე ირწმუნება, რომ კომპანიას გასულ წელს ჩაქვში მდებარ მიწის ნაკვეთი ყოველგვარი ვალდებულებების გარეშე გადაეცა. ქამადაძე აცხადებს, რომ ინვესტიციების განხორციელების ნაცვლად, ტერიტორიიდან მხოლოდ ხეები გააქვთ.