ქობულეთში სტიქიის შედეგებს ითვლიან

28 ნოემბერი 2023, 14:44 869 ნახვა

სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა დახმარებას ითხოვს ქობულეთში.  ამბობენ, რომ ხელისუფლება უნდა დაეხმაროს ზიანის ანაზღაურებაში. მერიის შესაბამისი სამსახურები გაწმენდით სამუშაოებს და წყლის მილების შეკეთებას ახორციელებენ.  სტიქიამ ყველაზე მეტად დააზარალა თამარ მეფის ქუჩა და  ზღვისპირა ბულვარის ინფრასტრუქტურა.     

დაიტბორა სახლების პირველი სართულები და დაზიანდა ფასადები, სასეირნო ბილიკი, მწვანე ნარგავები და ელექტრო გადამცემი ბოძები. შეზღუდვებია გაზმომარაგებაში. 200 აბონენტს კი არ მიეწოდება სასმელი წყალი.  

გვიან ღამემდე სამაშველო ჯგუფებს და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებს გადაკეტილი ჰქონდათ სანაპირო ზოლის ყველაზე კრიტიკული მონაკვეთები, სადაც გადაადგილება ქვეითებისთვის და ავტომობილებისთვის  აკრძალული იყო.

ამ დრომდე სასწავლო პროცესი შეჩერებულია სანაპიროსთან მდებარე ქობულეთის სასულიერო სკოლა-გიმნაზიაში.   

მერიაში ამბობენ, რომ გამოდარებისთანავე ეტაპობრივად დაიწყება  ბულვარში  დაზიანებული მონაკვეთების აღდგენა და გაწმენდა.   

ქობულეთის მერიის სტიქიის სალიკვიდაციო კომისიის ცხელ ხაზზე რამდენიმე ლოკაციაზე მეწყრის შესახებაც შევიდა ინფორმაცია. 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი