ბიუროს სხდომა გაიმართა აჭარის უმაღლეს საბჭოში. დღის წესრიგში იყო ერთი საკითხი, რომელიც 2023 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს ეხებოდა.
საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, კორექტირების შედეგად რამდენიმე უწყებას, მათ შორის ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს ეზრდებათ დაფინანსება, რაც კონკრეტულ პროგრამებს მოხმარდება.
ბიუროსა და კომიტეტებში განხილვის შემდეგ საკითხი დასამტკიცებლად პლენარულ სხდომაზე 30 ნოემბერს გავა.