ირაკლი ღარიბაშვილი დღესვე სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის ხელმძღვანელს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
აღინიშნა, რომ სტრატეგიულ საკითხებზე მაღალი დონის დიალოგი სარგებელს მოუტანს არა მხოლოდ საქართველოსა და სომხეთს, არამედ მთელ რეგიონს.
პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო ღიაა მხარი დაუჭიროს ნებისმიერ კონსტრუქციულ პროცესს, რაც მიზნად ისახავს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის აღდგენას.