''ნაციონალური მოძრაობა'' ქედის გამგეობას ადანაშაულებს 

10 მარტი 2017, 00:00 3454 ნახვა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ქედის გამგეობას კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს. ვაჟა ბოლქვაძეს კითხვები  შპს “ქედის წყალკანალისთვის” მაღალი გამავლობის მანქანის შესაძენად გამოცხადებულ ტენდერთან დაკავშირებით აქვს, მისი მტკიცებით სატენდერო დოკუმენტაცია კონკრეტულ პიროვნებაზე იყო მორგებული. გარდა ამისა, მისივე თქმით, ზუსტად იგივე, ტიპის ავტომანქანა მუშა მდგომარეობაში მყოფი, გამგეობას ეზოშია გაჩერებული. ქედის გამგებელმა ბრალდებას აბსურდული უწოდა და განაცხადა, რომ აღნიშნული ავტომანქანა 1988 წელსაა გამოშვებული და გამოუსადეგარია. 

ამავე კატეგორიაში