ქუთაის სააპელაციო სასამართლომ 2010 წელს გასამართლებულები გაამართლა

27 ნოემბერი 2023, 20:08 543 ნახვა

საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შუამდგომლობისა და წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 2010 წელს გასამართლებულების ნელი ნავერიანის და მალხაზ ბარამიძის მიმართ გამამართლებელი განაჩენები დაადგინა. 2010 წელს ნელი ნავერიანი სხვა პირებთან ერთად გასამართლებული იქნა ჯგუფურად, დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარით ჩადენილი გამოძალვის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „გ“ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი