დროებითი ზავის შედეგები

26 ნოემბერი 2023, 12:02 547 ნახვა

ისრაელსა და ჰამასს შორის ომი გრძელდება. „ჰამასის“ ტყვეობიდან კიდევ ისრაელის 13 და ტაილანდის 4 მოქალაქე გათავისუფლდა. თავის მხრივ ისრაელმა 39 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა. ცეცხლის შეწყვეტის ზავის ამოქმედებიდან ტყვეთა გაცვლა უკვე მეორედ განხორციელდა. 

ჰამასის მძევლები წითელი ჯვარის შუამავლობით უკვე ისრაელში არიან. თავდაპირველად დაჯგუფება შეთანხმების ფარგლებში გაცვლის პროცესს აფერხებდა, თუმცა საბოლოოდ მეორე ტალღა მაინც შედგა.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ცნობით კი ღაზის ჩრდილოეთში ჰუმანიტარული დახმარების დამატებით 61 სატვირთო შევიდა, რომლითაც საკვები, წყალი და მედიკამენტები შეიტანეს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი