ესტონეთი და ფინეთი რუსეთთან საზღვარზე კონტროლს ამკაცრებენ. ესტონეთმა რუსეთთან დამაკავშირებელ ხიდზე დამატებითი ბეტონის ბარიერები განათავსა. ეს მას შემდეგ, რაც სომალისა და სირიის 19 მოქალაქეს, ყალბი დოკუმენტაციით, რუსეთიდან ესტონეთში შესვლის უფლება მისცეს.
ფინეთის პრემიერმა კი განაცხადა, რომ რუსეთთან პოლიტიკურ დონეზე მოლაპარაკებებს არ აპირებს.
პეტერი ორპოს თქმით, თავშესაფრის მაძიებელთა ნაკადის შეჩერების მიზნით, საზღვარზე 4 გამშვები პუნქტი დაიხურა.