პროექტ „ჩვენი ჯარის'' ფარგლებში სამხედრო მოსამსახურეები თბილისის 221-ე საჯარო სკოლას ეწვივნენ და უფროსკლასელებს თავდაცვის ძალების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს.
პროექტის ფარგლებში სამხედრო მოსამსახურეები მოსწავლეებს საქართველოს სამხედრო ისტორიის, ჯარისკაცის პროფესიის, თავდაცვის ახალი კოდექსის, საქართველოს თავდაცვის ძალების პრიორიტეტებისა და მიზნების შესახებ ესაუბრნენ.
მოსწავლეებმა ასევე ინფორმაცია მიიღეს საქართველოს ეროვნული გმირების შესახებ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.