მეორე დღეა დაკეტილია აშშ-სა და კანადის დამაკავშირებელი ხიდი. მოძრაობა მას შემდეგ შეჩერდა, რაც ნიაგარას ჩანჩქერის მახლობლად მდებარე ხიდზე ავტომობილი აფეთქდა.
შემთხვევის შედეგად დაღუპულია პირი, რომელიც მანქანას მართავდა, დაშავებულია 2 პირი. ამ დროისთვის უცნობია რამ გამოიწვია ინციდენტი.
გამოძიების ფედერალურ ბიუროში კი აცხადებენ, რომ ადგილზე საგამოძიებო პროცესი დასრულებულია და შემთხვევას ტერორიზმთან კავშირი არ აქვს.