ინდოეთში შახტში ჩარჩენილი 41 მაღაროელის გადასარჩენად სამაშველო სამუშაოები გრძელდება

24 ნოემბერი 2023, 11:11 454 ნახვა

მე-12 დღეა ინდოეთში შახტში ჩარჩენილი 42 მაღაროელის გადარჩენის ოპერაცია მიმდინარეობს. სამუშაოებში 100-ზე მეტი სამაშველოა ჩართული. ოფიციალური პირების განცხადებით, სამუშაოები საბურღი აღჭურვილობის პრობლემამ შეანელა.

მაღაროელების  გადასარჩენად 60 მეტრი კლდოვანი მასის გაბურღვა გახდა საჭირო, ამ დროისთვის დარჩენილია დაახლოებით 15 მეტრი. როგორც უწყებაში აცხადებენ, მომდევნო 5 მეტრზე მეტალის დაბრკოლება არ არსებობს და იმედოვნებენ, რომ სამაშველო ოპერაცია დროულად განახლდება.

მაღალჩინოსნების თქმით, მაღაროელებს აქვთ წვდომა სინათლეზე, ჟანგბადსა და საკვებზე.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი