ევროპამ კიდევ ერთხელ აჩვენა ურყევი მხარდაჭერა, მადლობელი ვართ თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით გადამწყვეტი რეზოლუციისთვის - პრეზიდენტი

23 ნოემბერი 2023, 16:22 417 ნახვა

ევროპამ საქართველოს მიმართ კიდევ ერთხელ აჩვენა ურყევი მხარდაჭერა- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.

სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტს თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუციისთვის მადლობას უხდის.

"მადლობელნი ვართ ევროპარლამენტის თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით მიღებული გადამწყვეტი რეზოლუციისთვის, რომელიც ხაზს უსვამს საერთაშორისო საზოგადოების როლს იმ გამოწვევებთან გამკლავებაში, რომელთა წინაშეც რუსეთის მუდმივი ოკუპაციის გამო საქართველოს მოქალაქეები დგანან"- წერს სალომე ზურაბიშვილი.

ევროპარლამენტში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით რეზოლუცია მომზადდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში