ევროპარლამენტის რეზოლუცია

23 ნოემბერი 2023, 15:08 477 ნახვა

ბრიუსელში, რამოდენიმე წუთში უნდა მიიღონ რეზოლუცია, რომელიც 5-მა ევროპარლამენტარმა მოამზადა და რომელიც თამაზ გინტურის მკვლელობას ეხება.   

რეზოლუციის ავტორები ევროპის  საბჭოს პირდაპირ მოუწოდებენ დაუწესოს ინდივიდუალური სანქციები ყველას, ვინც პასუხისმგებელია თამაზ გინტურის მკვლელობაზე და ასევე 2008 წლიდან ოკუპაციის  პირობებში საქართველოს მოქალაქეების უფლებების დარღვევაზე.  

რეზოლუციაში, ასევე ჩაიწერა და ევროპელი კანონმდებლები ითხოვენ ევროპულმა საბჭომ შეიმუშავოს ოთხოზორია ტატუნაშვილის სიის ანალოგი, რომელშიც ყველა იმ პირის სახელი უნდა შევიდეს,  ვინც ამ დანაშაულებებზეა  პასუხისმგებელი და ასევე პასუხისმგებელია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის ფაქტზე. 

დებატების დროს ევროპარლამენტარებმა  საქართველოს სუვერენიტეტის მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს და განმარტეს, რომ რუსი სამხედროების მიერ საქართველოს მოქალაქის  სასტიკ  მკვლელობას შესაბამისი მკაცრი პასუხი უნდა გაეცეს. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი