ისრაელის სამხედროებმა ღაზის სექტორში ალ-შიფას საავადმყოფოს დირექტორი და რამდენიმე თანამშრომელი დააკავეს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ისრაელის ძალები ამტკიცებდნენ, რომ ღაზის უდიდესი ჰოსპიტალი „ჰამასის“ სამეთაურო ცენტრად გამოიყენებოდა.
როგორც მედია წერს, საავადმყოფოს მახლობლად დაბომბვა გრძელდება. ინდონეზიურ საავადმყოფოში 200-მდე პაციენტია დარჩენილი. გუშინ საავადმყოფოდან 450 პაციენტი გაიყვანეს.