საჯარო სამსახურთან დაკავშირებულ პრობლემურ საკითხებზე კონსულტაციასა და საჯარო მმართველობის უწყებებისთვის საჭირო კვლევების შესახებ ისაუბრეს – ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზში. საჯარო უწყებებსა და მოხელეებს შეუძლიათ საკონსულტაციო ცენტრს კითხვები ელექტრონულადაც დაუსვან. მომსახურება უსასყიდლო და კონფედენციალურია.. ცენტრი გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტისა და საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტთან არსებული საინოვაციო საბჭოს თანამშრომლობით შეიქმნა.