ბათუმის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს საჯარო სხდომაზე 2024 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს

22 ნოემბერი 2023, 20:09 602 ნახვა

ბათუმის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს საჯარო სხდომაზე 2024 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს.მერიის სამსახურის ხელმძღვანელებმა შეხვედრის მონაწილეებს ფინანსურ დოკუმენტში გაწერილი ის პროექტები და ხედვები გააცნეს, რომელთა განხორციელებაც მომავალ წელს იგეგმება. შეხვედრას საბჭოს წევრები,არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და საკითხით დაინტერესებული მოქალაქეები ესწრებოდნენ. მათ მოსაზრებები და შეკითხვები ჰქონდათ განათლების, ჯანდაცვის,სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში