საყმაწვილო, სასკოლო თეატრალური დასების ფესტივალ „პირველი ავტოგრაფის“ ფარგლებში მაყურებლის წინაშე დღეს ქედის საჯარო სკოლის მოსწავლეები წარსდგნენ. დრამატული თეატრის მცირე სცენაზე ამჯერად აქვსენტი ცაგარელის პიესის მიხედვით „მეგობრობა„ დაიდგა.
დღეს საღამოს ექვს საათზე სცენას სოფელ ხალას საჯარო სკოლის მოსწავლეები დაიკავებენ და ვაჟა ფშაველას მოთხრობის მიხედვით „ჩხიკვთა ქორწილს“ დადგამენ.
''პირველი ავტოგრაფის'' მონაწილეები საკონკურსო პროგრამის შესაბამისად, სპექტაკლებს გამართავენ სხვადასხვა თეატრალურ სივრცეში. მათ ნამუშევრებს კი სპეციალური ჟიური შეაფასებს.
გამარჯვებულ დასებს პრიზები და ფესტივალის სიმბოლო ჯილდო გადაეცემათ.
“პირველი ავტოგრაფი“ მესამედ იმართება და წელს მასში 43 სასკოლო დასი მონაწილეობს.
ფესტივალი 19 ნოემბერს გაიხსნა და 26 ნოემბრამდე გაგრძელდება.