შალვა პაპუაშვილმა საქართველოში ნორვეგიის სამეფოს ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

21 ნოემბერი 2023, 18:22 362 ნახვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოში ნორვეგიის სამეფოს ახლად დანიშნულ ელჩ ბერგლიოტ ჰოვლანდთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პოზიტიურ განვითარებას მას შემდეგ, რაც ოთხი წლის წინ საქართველოში ნორვეგიის სამეფოს საელჩო გაიხსნა. ყურადღება გამახვილდა მზარდ საპარლამენტო კავშირებზე.

შალვა პაპუაშვილმა ნორვეგიული მხარისადმი მადლიერება გამოხატა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ნორვეგია გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ნატო-ში გაწევრიანების გზაზე. ელჩმა თავმჯდომარეს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ევროპული კომისიის პოზიტიური რეკომენდაცია მიულოცა. მან აღნიშნა, რომ ნორვეგია მომავალშიც შეუწყობს ხელს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებასა და ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებას.

შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე და ისაუბრა ამ გზაზე საქართველოს ძირითად მიღწევებზე. მხარეებმა, აგრეთვე, განიხილეს რეგიონში მიმდინარე მოვლენები და საქართველოს მნიშვნელოვანი როლი რეგიონული მშვიდობის დამყარების პროცესში. შალვა პაპუაშვილმა ელჩს წარმატება უსურვა საქართველოში მისი მნიშვნელოვანი მისიის შესრულებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი