ცვლილება თავდაცვის კოდექსში

21 ნოემბერი 2023, 14:05 366 ნახვა

თავდაცვის კოდექსში მორიგი ცვლილებები იგეგმება. კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობაა და მის დაჩქარებული წესით განხილვას მოითხოვს. ცვლილებები, რომლებიც სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადების წესების გამკაცრებას ეხება, ორ საკითხს გულისხმობს - სტუდენტებისთვის სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადებასა და ალტერნატიულ შრომით სამსახურს.

ცვლილებების თანახმად სტუდენტები, რომლებიც სრულად დისტანციურ რეჟიმში სწავლობენ, სამხედრო სამსახურის გადავადებას ვერ შეძლებენ. ცვლილებები ეხება მათაც, ვინც უცხო ქვეყნის უმაღლეს სასწავლებელში ჩააბარა, თუმცა გამგზავრების ვალდებულება არ აქვს და სწავლას დისტანციურ რეჟიმში ახორციელებს.

ცვლილებები შეეხება არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურს. ცვლილებების თანახმად, პირს უფლება აქვს ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება 15 კალენდარული დღის ვადაში გაასაჩივროს, თუმცა აღსანიშნავია ის, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას.

არასამხედრო, ალტერნატიული შრომის შესახებ საქართველოს კანონის მიღების შემდეგ სასულიერო პირებს სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადება აღარ შეუძლიათ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი