ორთაბათუმში პლასტმასის ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა, შპს აგროექსპორტი აჭარასა და გურიაში დაგროვებულ ნარჩენებს გადაამუშავებს და პლასტმასის გრანულების გამოყენებით პლასტმასის ყუთებს აწარმოებს, ასევე პლასტმასის გრანულებს სხვადასხვა პროდუქციის დასამზადებლად სხვა კომპანიებსაც მიაწვდის.
კომპანიამ ნარჩენების დამაქუცმაცებელი, სარეცხი და საშრობი აღჭურვილობა უესაიდ-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის გრანტით შეიძინა. მწარმოებლის განმარტებით, საწარმო ჯერჯერობით სერთიფიკატის მოპოვებაზე მუშაობს და საჩვენებლად გაიხსნა, სწორედ სერთიფიცირების შემდეგ უნდა გადავიდეს მუდმივ წარმოებაზე.