შესაძლოა დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვის პროცესი, დღეს განახლდეს. ადვოკატების ინფორმაციით, ის დაკითხვისთვის მზად არის. შეგახსნებეთ, მის ოჯახს სახელმწიფო დაცვა უკვე დაენიშნა. ადვოკატები დღეს, ე.წ. მატროსოვის ციხეში გიორგი მამალაძის მოსანახულებლად მივლენ. ისინი ჩანაწერების გავრცელებას სინოდის სხდომას უკავშირებენ, მოტივად კი საზოგადოებაზე და სინოდის წევრებზე ზეგავლენის მოხდენას ასახელებენ. ადვოკატებმა შესაძლოა გაუთქმელობის პირობის დარღვევისა და სხვა სამართლის ნორმების გამო სტრასბურგში იჩივლონ.