აქცია გარემოს დაცვის სამინისტროსთან

20 ნოემბერი 2023, 20:13 591 ნახვა

რაჭის ტყეებთან დაკავშირებით აქციის მესამე დღე. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან შეკრებილებმა ოთარ შამუგიასთან შეხვედრა და იმის გაგებას მოითხოვეს, თუ რა გეგმა აქვს სამინისტროს რაჭის ტყეებთან დაკავშირებით. ერთ-ერთი მოთხოვნაა, სახალხო დამცველის აქციაზე მისვლა. ასევე, პროტესტის მონაწილეების ძირითადი მოთხოვნაა - რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში გასული წლის მარტში 105 ათას ჰექტარ ტყეზე 49-წლიანი სამონადირეო ლიცენზიის გაუქმება. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ „აქცია იქნება უწყვეტი მანამ, სანამ არ დაკმაყოფილდება მოთხოვნები”. ოთარ შამუგიას განცხადებით, გარემოს ეროვნული სააგენტო რაჭაში სამონადირეო მეურნეობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადებასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას არაუგვიანეს ნოემბრის ბოლომდე მიიღებს.ამასთან, მან რაჭის ტყეებთან დაკავშირებით აქციის მონაწილეებს მოუწოდა, რომ თავიან ოჯახებს დაუბრუნდნენ და გარემოს ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებას დაელოდონ.

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი