აქცია გარემოს დაცვის სამინისტროსთან

20 ნოემბერი 2023, 14:04 612 ნახვა

რაჭის ტყეებთან დაკავშირებით აქცია მესამე დღეა გრძელდება.  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან შეკრებილები ოთარ შამუგიასთან შეხვედრას და იმის გაგებას ითხოვენ, თუ რა გეგმა აქვს სამინისტროს რაჭის ტყეებთან დაკავშირებით.

ერთ-ერთი მოთხოვნაა, სახალხო დამცველი აქციის ადგილას მივიდეს. ასევე პროტესტის მონაწილეების ძირითადი მოთხოვნაა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში გასული წლის მარტში 105 ათას ჰექტარ ტყეზე 49-წლიანი სამონადირეო ლიცენზიის გაუქმება.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ „აქცია იქნება უწყვეტი მანამ, სანამ არ დაკმაყოფილდება მოთხოვნები”. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ არ არსებობს საფუძველი საპროტესტო აქციების გასამართად და „ტყუილია, თითქოს რაჭაში ტყე გაიყიდა”.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი