უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის 46 სამხედრო შეტაკება მოხდა - უკრაინის გენშტაბი

20 ნოემბერი 2023, 09:51 518 ნახვა

უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის, გასული 24 საათის განმავლობაში 46 სამხედრო შეტაკება მოხდა. ინფორმაციას უკრაინის გენერალური შტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მტერმა განახორციელა 1 სარაკეტო და 17 საჰაერო დარტყმა, განხორციელდა 94 თავდასხმა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან.

გენშტაბის ინფორმაციით,  რუსულმა ძალებმა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებები 20-ჯერ დაბომბეს, დაფიქსირდა 130 აფეთქება. არის მსხვერპლი, დაზიანდა ადგილობრივი ინფრასტრუქტურა. დაიბომბა ნიკოპოლის რეგიონი, ასევე - ქალაქი მელიტოპოლი.

პარალელურად, უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევით ოპერაციებს სხვადასხვა მიმართულებით.

საბრძოლო მოქმედებები განსაკუთრებით აქტიურია დონეცკის, ლიმანის, კუპიანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის მიმართულებებზე.

უკრაინის პრეზიდენტი საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს მისცეს რუსეთს სიგნალი, რომ მსოფლიო უკრაინის დახმარებით არ დაიღლება.

„ჩვენ განვაგრძობთ მზადებას ამ კვირაში დაგეგმილი საერთაშორისო ღონისძიებებისთვის. იქნება მნიშვნელოვანი აქტივობა - ახალი კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან. ახლა მთავარია, უკრაინის მხარდაჭერა მომავალ წელსაც საკმარისი იყოს. მადლობას ვუხდი ყველა ქვეყანას, რომელიც ჩვენს გვერდითაა. ჩვენ ახლა გვჭირდება სიგნალი რუსეთის მიმართ: რაც არ უნდა გააკეთონ, მსოფლიო არ დაიღლება თავისუფლებისა და საერთაშორისო წესრიგის დაცვით“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი