საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ბელგიასა და მის მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე ქართული კულტურისადმი მიძღვნილ ფესტივალზე "ევროპალია-საქართველო", 18 ნოემბერს, ბრიუსელში, სქარბექის საკრებულოში, ანსამბლ "დიდგორის" სოლოკონცერტი გაიმართა.
საღამოზე შესრულდა საქართველოს სხვადასხვა კუთხის ხალხურ სიმღერები და ტრადიციული საეკლესიო საგალობლები. კონცერტმა მსმენელის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.ფესტივალზე ანსამბლის კონცერტები იმართება 11-დან 18 ნოემბრის ჩათვლით.
ევროპელ საზოგადოებას საშუალება ჰქონდა, დასწრებოდა "დიდგორისა" და "დებ ჩამგელიანების" ერთობლივ კონცერტს ბრიუსელში, რომელზეც ჭუნირის თანხლებით შესრულდა სვანურ მითებთან დაკავშირებული ქართული ფოლკლორის უნიკალური ნიმუშები.
საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, "ევროპალია-საქართველოს" ეგიდით, 4 ოქტომბრიდან 2024 წლის თებერვლის ჩათვლით, ბელგიასა და მის მოსაზღვრე ქვეყნებში, მასშტაბური და მრავალფეროვანი ღონისძიებები იმართება.