ომი ახლო აღმოსავლეთში

19 ნოემბერი 2023, 11:52 451 ნახვა

ისრაელის თავდაცვის მინისტრის განცხადებით თავდაცვის ძალები მალე მიწვდებიან „ჰამასის“ წევრებს, რომლებიც ღაზას სექტორის სამხრეთ ნაწილში იმალებიან.

იოავ გალანტის თქმით, ახლა სახმელეთო ოპერაციის მეორე ნაწილი მიმდინარეობს. მინისტრმა აღნიშნა, რომ ჰამასი მძევლების ოჯახებისა და ისრაელის საზოგადოების ემოციებით თამაშობს.

პარალელურად მძიმე ვითარება რჩება ანკლავში, სადაც ცხელ წერტილად კვლავ ალ-შიფას საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორია რჩება.

ევაკუაციის შემდეგ ჰოსპიტალში კვლავ რჩებიან პაციენტები, მათ შორის არიან ახალშობილები. მწვავე ჰუმანიტარული კრიზისის ფონზე გაერო-ს ინფორმაციით ღაზის სექტორში უკვე შეიტანეს საწვავი.

ისრაელის არმია ასევე ჩრდილოეთ ნაწილში ოპერაციების გაფართოების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

უწყების ცნობით, განადგურებულია ჰამასის რამდენიმე მებრძოლი. პალესტინის პრეზიდენტი კი ჯო ბაიდენს მოუწოდებს ჩაერიოს ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციის შესაჩერებლად. 

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი