ალ-შიფას საავადმყოფო სიკვდილის ზონად იქცა - ჯანმო  

19 ნოემბერი 2023, 10:18 632 ნახვა
00:00
00:00

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ღაზის სექტორში ალ-შიფას საავადმყოფოს სიკვდილის ზონას უწოდებს. ორგანიზაციამ შეფასება მას შემდეგ გააკეთა, რაც გაერო-სა და ჯანმოს ოფიციალური პირები საავადმყოფოში იმყოფებოდნენ და ვითარება ადგილზე ნახეს.

ისრაელის მხარის განცხადებით, ტერიტორიაზე აღმოჩენილია მტკიცებულება, რომელსაც ჰამასი ტერორისტული საქმიანობისთვის იყენებდა.

აღმოაჩინეს გვირაბები და იარაღის საწყობები, ასევე საავადმყოფოსთან ახლოს მდებარე შენობაში იპოვეს ორი მძევალის ცხედარი.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში