ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი პალესტინის ავტონომიის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. ჯოზეფ ბორელის განცხადებით ღაზის მართვა მხოლოდ პალესტინის ეროვნულ ადმინისტრაციას შეუძლია, რადგან ღაზას ჰამასი ვეღარ გააკონტროლებს.
ევროკომისარი აღნიშნავს, რომ ევროკავშირი მშვიდობიანი მოსახლეობის დასახმარებლად ჰუმანიტარულ პაუზებს ითხოვს. ბორელის თქმით ისრაელმა საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს პატივი უნდა სცეს, დაამატა რომ მხოლოდ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას შეუძლია შეაჩეროს ძალადობის ეს აუტანელი ციკლი.
პალესტინის წამყვან პირებთან შეხვედრამდე ჯოზეფ ბორელმა მოინახულა ის ადგილები ისრაელში, სადაც ჰამასმა ტერორისტული თავდასხმები განახორციელა.