ოკუპანტის იერიში კიევზე

18 ნოემბერი 2023, 14:18 559 ნახვა

აგრესორი აგრძელებს თავდასხმას უკრაინის ქალაქებზე. გასულ ღამეს რუსული არმია კიევს ჩრდილოეთის მიმართულებიდან უტევდა. კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის განცხადებით, საჰაერო თავდაცვამ კიევთან ახლოს, მტრის ათამდე უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო.

მსხვერპლის ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, დეკემბერში აშშ-თან ერთად ერთობლივი კონფერენცია გაიმართება, რომელიც ვაშინგტონში ჩატარდება.

ასევე ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ფოკუსის გადატანამ ისრაელსა და ჰამასს შორის მიმდინარე ომზე, კიევისთვის საარტილერიო ჭურვების მიწოდება შეანელა, რაც ძირს უთხრის უკრაინის სამხედრო ძალისხმევას.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი