ეკონომიკური საბჭოს სხდომა

18 ნოემბერი 2023, 12:04 585 ნახვა

ეკონომიკის მიმართულებით ქვეყანაში არსებული დადებითი ტენდენციები და 2024 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს მთავრობაში ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, იმსჯელეს მრავალშვილიანი, უსახლკარო ოჯახებისათვის საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხზე. პრემიერის თქმით, 1000-ამდე ასეთი ოჯახს მთავრობა ბინებს შეუძენს. პროგრამა მომავალი წლიდან დაიწყება და ჯამურად დაახლოებით 50 მილიონი ლარი დაიხარჯება.

სხდომაზე განიხილეს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ახალი პროგრამები ბიზნესის მხარდაჭერის კუთხით, მათ შორის მიკროსესხების პროგრამა, რომელიც ხელს შეუწყობს მიკრო- და მცირე მეწარმეთა ფინანსების ხელმისაწვდომობის ზრდას.

მთავრობის მეთაურმა ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე მოისმინა სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესრულების ანგარიში.

აღინიშნა, რომ დღეის მდგომარეობით პრივატიზებულია 180 000 000 ლარის სახელმწიფო ქონება, საიდანაც ცენტრალურ ბიუჯეტში უკვე გადარიცხულია 121 მილიონ ლარზე მეტი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი