საყმაწვილო სასკოლო თეატრალური დასების ფესტივალი „ პირველი ავტოგრაფი „ - სტარტს 19 ნოემბერს აიღებს. რიგით მესამე ფესტივალს 43 დასი და ჯამში 1000 -მდე მონაწილე ეყოლება. 6 მუნიციპალიტეტიდან კერძო და საჯარო სკოლებში შექმნილი თეატრალური დასები ფესტივალში მესამე წელია მონაწილეობენ. გამარჯვებულებს სპეციალური ჟიური გამოავლენს. ფესტივალს ტრადიციულად რამდენიმე ნომინაცია ექნება. სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებისთვის დაწესებულია პრიზებიც. წარმოდგენების გამართვა დაგეგმილია რამდენიმე ლოკაციაზე. „ პირველი ავტოგრაფი „ ჯამში ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. ფესტივალის ორგანიზატორია შემოქმედებითი ორგანიზაცია -„ არტ პორტაქლი“.