როდის  განახლდება  დეკანოზის  დაკითხვა?

09 მარტი 2017, 00:00 3418 ნახვა

დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვის პროცესი შესაძლოა დღეს განახლდეს. ბრალდებულის ინტერესების დამცველები აცხადებენ, რომ ის დაკითხვისთვის მზად არის. შეგახსენებთ, მის ოჯახს სახელმწიფო დაცვა უკვე დაენიშნა.  ადვოკატები დღეს, ე.წ. მატროსოვის ციხეში გიორგი მამალაძის მოსანახულებლად მივლენ. ისინი ჩანაწერების გავრცელებას სინოდის სხდომას უკავშირებენ, მოტივად კი საზოგადოებაზე და სინოდის წევრებზე ზეგავლენის მოხდენას ასახელებენ. ადვოკატებმა შესაძლოა გაუთქმელობის პირობის დარღვევისა და სხვა სამართლის ნორმების გამო სტრასბურგში იჩივლონ. 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი