ენმ-ის მიმართვა პროკურატურას

17 ნოემბერი 2023, 14:11 547 ნახვა

პროკურატურამ გამოიძიოს დეპუტატ ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმე - ამ მოთხოვნით აჭარის პროკურატურასთან გარდაცვლილი დეპუტატის ოჯახის წევრები და თანაპარეტიელები შეიკრიბნენ.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, 2 წელი გავიდა, თუმცა პროკურატურამ ოჯახს დაზარალებულის სტატუსი არ მიანიჭა. 

შესაბამისად ოჯახს არ აქვს წვდომა საგამოძიებო მასალებთან. ნაციონალური მოძრაობის წევრის ელგუჯა ბაგრატიონის თქმით, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალება უკავშირდება 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებს და მცდელობას, რომ ოპოზიციონერი დეპუტატი, რომელიც ნაციონალური მოძრაობიდან ბათუმის საკრებულოს წევრი გახდა, ქართულ ოცნებას გადაებირებინა.

შეგახსენებთ, თავის დროზე ქართულმა ოცნებამ დეპუტატის გარდაცვალებასთან კავშირი უარყო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი