ხულოს მუნიციპალიტეტში ტურისტული მნიშვნელობის ბაკო-ხიხანის საავტომობილო გზის 4 კმ-იან მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
რეაბილიტაცია მოიცავს ბეტონის საფარის, სანიაღვრე მილების, რკინა-ბეტონის კიუვეტების მოწყობას, გაბიონების მშენებლობას და უსაფრთხოების ბარიერების მოწყობას.
პროექტი გარდამავალია და 2024 წელს დასრულდება. პროექტის სახარჯთაღრიცხვო ღირებულება 3 მილიონ ლარზე მეტია.