გერმანიის ბუნდესტაგს საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეჰყავს

17 ნოემბერი 2023, 11:33 544 ნახვა

გერმანიის ბუნდესტაგმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნების სიაში შევლენ. გადაწყვეტილება ხმათა უმრავლესობით მიიღეს, წინააღმდეგები მემარცხენეები იყვნენ.

კანონპროექტის მიხედვით გერმანია თავშესაფრის მაძიებლებს საქართველოდან და მოლდოვიდან გაცილებით იოლად ეტყვის უარს და მათ დეპორტაციასაც უფრო მოკლე დროში შეძლებენ.

შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია არალეგალური მიგრაციის შეზღუდვისკენ.

მიგრაციისა და ლტოლვილთა ფედერალური სამსახური ვარაუდობს, რომ საქართველოსა და მოლდოვაში დაბრუნებულებს, როგორც წესი, არ ემუქრებათ დევნა ან არაადამიანური მოპყრობა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი