''რასაც ვერ ვხატავ, ვწერ და რასაც ვერ ვწერ, ვხატავ'' - ასე განმარტა მხატვარმა ნინო ნიჟარაძემ წიგნის წერის სურვილი და საზოგადოებას წიგნი „სევდიანი მონოლოგები“ წარუდგინა.
სწორედ ნინო ნიჟარაძის შემოქმედებას დაეთმო საღამო ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში, სადაც მისი ახალი ნახატების გამოფენაც გაიმართა.
საღამოზე მისულმა სტუმრებმა ხელოვანთან და მის შემოქმედებასთან დაკავშირებული ისტორიები გაიხსენეს და შთაბეჭდილებების წიგნში ავტორს ემოციებიც გაუზიარეს.