ხუთი წლის წინ გახსნილმა კურორტმა ვიზიტორებს მხოლოდ ერთ სეზონზე უმასპინძლა. გახსნიდან ერთ წელიწადში კურორტ გომარდულის აქციონერებს სახელმწიფომ ბაჟის სახით 126 ათასი ლარის გადახდა დააკისრა. მიმდინარე მოლაპარაკებების მიუხედავად, ჯერ კიდევ უცნობია, შეძლებს თუ არა კურორტი დამსვენებლების მიღებას, თუნდაც ზამთრის მომავალ სეზონზე.