პარლამენტს ორი ახალი ვიცე-სპიკერი ჰყავს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეები ირაკლი ჩიქოვანი და გიორგი კახიანი გახდნენ.
პარლამენტში კენჭისყრისას ორივე მათგანის კანდიდატურას მხარი 84 დეპუტატმა დაუჭირა.
რეგლამენტში შეტანილი ცვლილებებით, პარლამენტის სპიკერატში ვიცე-სპიკერების რაოდენობა ხუთიდან შვიდამდე გაიზარდა.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ შესაძლებელია აირჩეს სამი მოადგილე საპარლამენტო უმრავლესობიდან და სამი მოადგილე - საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი ფრაქციებიდან.